ავტორიზაცია

არაერთგვაროვანი პიეზოელექტრული დრეკადი ღეროსთვის სტატიკის და რხევის ზოგიერთი ამოცანის შესახებ
ავტორი: არჩილი საყევარაშვილისაკვანძო სიტყვები: პიეზოელექტრული დრეკადი მასალა, ღერო, სტატიკა, დინამიკა, კონსტიტუციური, ხარისხოვანი ფუნქცია
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია არაერთგვაროვანი პიეზოელექტრული დრეკადი ღეროსთვის სტატიკისა და რხევის რამდენიმე ამოცანა. მოთხოვნილია შეზღუდვა, რომ სხეული დეფორმირდეს მხოლოდ ერთი სივრცითი ღერძის გასწვრივ და განხილულია შემთხვევა, როდესაც ყველა ფუნქცია დამოკუდებულია მხოლოდ t დროსა და/ან ერთ სივრცით ცვლადზე. აღნიშნული მასალის დეფორმაცია და რხევა შესწავლილ იქნა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც კონსტიტუციური კოეფიციენტები წარმოადგენენ მუდმივებს და როდესაც ისინი წარმოადგენენ სივრცითი ცვლადის ხარისხოვან ფუნქციებს. მოცემული მუხტის სიმკვრივისა და ღერძის გასწვრივ მოცულობითი ძალების მდგენელის პირობებში შესწავლილ იქნა საწყის-სასაზღვრო ამოცანები. ამონახსნები გადაადგილების ვექტორისთვის, ასევე ელექტრული და მაგნიტური პოტენციალებისთვის ჩაიწერა ანალიზური სახით (მუდმივკოეფიციენტებიანი შემთხვევა) ან მწკრივის სახით (როდესაც კოეფიციენტები მოიცემა სივრცითი ცვლადის ხარისხოვანი ფუნცქციის სახით) და შესწავლილ იქნა აღნიშნული მწკრივების აბსოლუტურად და თანაბრად კრებადობის საკითხი. მუდმივი კონსტიტუციური კოეფიციენტების შესაბამისი ამოცანის ამონახსნები კონკრეტული მასალისთვის (CoFe2O4-ის და BaTiO3-ის ნარევი) წარმოდგენილ იქნა გრაფიკების სახით MATLAB-ის მეშვეობით.
მიმაგრებული ფაილები:
On Some Problems for Deformations and Oscillations of Non-homogeneous Piezoelectric Elastic Beam [en]არაერთგვაროვანი პიეზოელექტრული დრეკადი ღეროსთვის სტატიკის და რხევის ზოგიერთი ამოცანის შესახებ [ka]