ka | en
TSU

ავტომატური სანომრე ნიშნის ამოცნობა

ავტორი: თემურ მალიშავა
საკვანძო სიტყვები: მონაცემები, ნეირონული ქსელები, საიტის გაპარსვა, ღრმად დასწავლა
ანოტაცია:

გვსურს წარმოგიდგინოთ მიკროსერვისი, რომელსაც შეუძლია სურათიდან ამოიცნოს ავტომობილის სანომრე ნიშანი და გამოიტანოს მასზე არსებული ინფორმაცია ტექსტის სახით. ეს არის ავტომატური სისტემა, რომელიც მისთვის მანქანის სურათის მინიჭებით განახორციელებს საკუთარ ამოცანას. მოცემული პრობლემისთვის ვიყენებთ ნეირონული ქსელების ღრმა დასწავლის (Deep learning) რამდენიმე მოდელს, რომელთა გადაწყვეტილებების გაერთიანების ხარჯზე ვიღებთ პასუხს, თუ როგორ უნდა ამოიცნოს სისტემამ სურათზე არსებული ავტომობილი, შემდეგ დააფიქსიროს თვით სანომრე ნიშანი, დაბოლოს განახორციელოს ტექსტის ამოღება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღრმა დასწავლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თავდაპირველად მოცემულ სისტემას ფუნქციონირებისთვის სჭირდება მონაცემების დიდი რაოდენობა (data), რომლის მოპოვებაც ჩვენ შეგვიძლია თუნდაც სხვადასხვა საიტიდან შესაბამისი სურათების ამოპარსვით. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენს მოდელს შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. არსებულ მოდელს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია ამოიცნოს მანქანის სანომრე ნიშანი.


მიმაგრებული ფაილები:

ავტომატური სანომრე ნიშნის ამოცნობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com