ka | en
TSU

ქვერცეტინის მოქმედების შესწავლა ვირთაგვას თავის ტვინსა და ღვიძლში სუპეროქსიდ დისმუტაზა-1_ის მაკოდირებელი გენის ექსპრესიაზე

ავტორი: მარიამ გოლიაძე
საკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, გენის ექსპრესია, სუპეროქსიდ დისმუტაზა_1 (SOD1), უკუტრანსკრიპტაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში_RT qPCR.
ანოტაცია:

ცოცხალ ორგანიზმებში თავისუფალი რადიკალები ნორმის ფარგლებში ფუნქციონირებენ როგორც სასიგნალო მოლეკულები, ოქსიდანტური და ანტიოქსიდანტური სისტემის დისბალანსის დროს კი გვევლინებიან, როგორც პათოგენური აგენტები და ვითარდება ანტიოქსიდანტური სტრესი, რაც მრავალი დაავადების მაინიცირებელია. თუმცა ორგანიზმში ფუნქციონირებს ანტიოქსიდანტური სისტემა, რომელიც ცდილობს გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები და შეინარჩუნოს ჰომეოსტაზი. ანტიოქსიდანტურ სისტემაში ერთიანდებიან ფერმენტული და არაფერმენტული ნაერთები. ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე, ცოცხალ ორგანიზმში ანტიოქსიდანტური სტატუსის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ცალკეულად ფერმენტული და არაფერმენტული ანტიოქსიდანტების მოქმედების, აგრეთვე მათი ურთიერთქმედების მექანიზმების შესწავლა. კვლევის მიზანი: ჩვენი კვლევის მიზან წარმოადგენდა ფერმენტული და არაფერმენტული ნაერთების ურთიერთდამოკიდებულების, კერძოდ სუპეროქსიდ დისმუტაზა _1-ის მაკოდირებელი გენის ექსპრესიის ხარისხზე არაფერმენტული ანტიოქსიდანტის - ქვერცეტინის მოქმედების შესწავლა მოლეკულური ბიოლოგიის ისეთი თანამედროვე მეთოდით, როგორიცაა უკუტრანსკრიფტაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში _ RT qPCR. საკვლევი ობიექტი და მეთოდები: საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები. გამოყენებული მეთოდოლოგია: რნმ-ის ექსტრაქცია, ექსტრარგირებული რნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, უკუტრანსკრიფცია, პოლიმერაზული ჯავური რეაქცია რეალურ დროში _RT qPCR. შედეგები: ნორმის ფარგლებში როგორც ინტაქტური აგრეთვე საცდელი ჯგუფის ცხოველებში სუპეროქსიდ დისმუტაზა_1-ის მაკოდირებელი გენის ექსპრესია უფრო მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს ღვიძლში თავის ტვინთან შედარებით. კვერცეტინის 5 დღიანმა ინექციამ საბოლოო კონცენტრაციით 20 მგ/კგ არ იქონია სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილება სუპეროქსიდ დისმუტაზა_1-ის მაკოდირებელი გენის ექსპრესიაზე, როგორც ღვიძლში აგრეთვე თავის ტვინში.


მიმაგრებული ფაილები:

აბსტრაქტი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com