ავტორიზაცია

გარე სტატიკური მაგნიტური ველის გავლენა რკინის ნანონაწილაკებთან დაკავშირებული ქვერცეტინის ეფექტებზე ლაბორატორიული ვირთაგვების ჰიპოკამპში
ავტორი: ირაკლი ბარათაშვილისაკვანძო სიტყვები: ფლავონოიდები, ქვერცეტინი, ნანონაწილაკები, მაგნიტური ნანონაწილაკები, მაგნიტური ველი
ანოტაცია:
ცნობილია რომ ზოგიერთი ნივთიერება რომელიც იწვევს თავის ტვინის ფუნქციურ ცვლილებებს ძნელად ან საერთოდ ვერ გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს.მაგნიტური-ნანო ნაწილაკები აღნიშნულ ბარიერს მარტივად გადალახავენ. ნანონაწილაკებს აქვთ უნარი დაიკავშირონ ნივთიერებები და ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახონ მათთან ერთად. ამასთანავე მაგნიტური-ნანო ნაწილაკის ტრანსპორტი ორგანიზმში შესაძლოა მართული იყოს მაგნიტური ველის ექსპოზიციით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისტემურად შეყვანილი ქვერცეტინ დაკავშირებული რკინა შემცველი ნანონაწილაკების გამოვლენა მაგნიტური ველის თავის ტვინზე უნილატერალური ექსპოზიციის პირობებში. მაგნიტური ველის ექსპოზიცია განხორციელდა მარჯვენა და მარცხენა მხარეს ჰიპოკამპის დონეზე. ექსპერიმენტში გამოყენებული ვირთაგვების თავის ტვინიდან დამზადებული ანათლების შეღებვა მორფოლოგიური ექსპერიმენტისთვის განხორციელდა „ პერლსის მეთოდით“ რკინის შემცველი ჩანართების გამოსავლენად. ცხოველებში მაგნიტური ველის გავლენის შეფასების მიზნით რკინაშემცველ ჩანართებს ვითვლიდით ექსპოზიციის მხარეს (ჰიპოკამპის CA1 ,CA3 ველში, დაკბილულ ფასციაში და დიდი ტვინის ქერქში) და ასევე იმავე ანათალზე კონტრლატერალური ინტაქტური ჰიპოკამპის სტრუქტურებში და ქერქში. დათვლა მიმდინარეობდა ჰიპოკამპის კრანიალურ, ცენტრალურ და კაუდალურ მიდამოებში. მიღებული მონაცემები დამუშავდა პროგრამა PRIZMA - მეშვეობით. ექსპერიმენტმა აჩვენა, მაგნიტური ველის უნილატერალური ექსპოზიციისას რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობის ზრდა ტვინის ექსპოზიციის მხარეს. შესწავლილი სტრუქტურებიდან მაგნიტური ველის გავლენა რკინაშემცველი ჩანართების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე კონტრლატერალურ მხარესთან მიმართებაში მეტად არის გამოხატული ჰიპოკამპის CA1 და CA3 ველებში, ვიდრე დაკბილულ ფასციასა და ახალ ქერქში. მარჯვენა ექსპოზიციის შემთხვევაში განსხვავებები სტატისტიკურად სარწმუნოა კონტრალატერალურ მხარესთან მიმართებაში.