ka | en
TSU

ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინიდან ზრდის შემაკავებელი თერმოსტაბილური ცილების კომპლექსის გამოყოფა და შედარებითი შესწავლა

ავტორი: ნინო მაზიაშვილი
თანაავტორები: ეკატერინე ბაკურაძე, ირინა მოდებაძე, ლევან რუსიშვილი, ნინო ბედინეიშვილი,
საკვანძო სიტყვები: თეთრი თაგვები, ძვლის ტვინი, ზრდის ფაქტორი, მიტოზური ინდექსი
ანოტაცია:

ანოტაცია ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინის უჯრედებიდან გამოყოფილი და ნაწილობრივ დახასიათებულია თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი (თცკ). პოლიაკრილამიდის გელში ელექტროფორეზის მეთოდით ჩატარებულია თცკ-ს კომპონენტების შედარებითი ანალიზი. დადგენილია, რომ ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინიდან გამოყოფილი ცილოვანი კომპლექსი, სხვა ორგანოებიდან მიღებული კომპლექსების მსგავსად, შეიცავს ცილოვანი კომპონენტების ორ ქვეჯგუფს მოლეკულური მასებით: 45-60კდ და 12-14 კდ. ამასთან, ძვლის ტვინის თცკ-ში გამოვლინდა დაბალმოლეკულური კომპონენტის (12-14 კდ) მინორული შემცველობა. დადგენილია, რომ ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინის უჯრედების თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს გააჩნია ჰომოტიპური უჯრედების გამრავლებაზე დამთრგუნველი ზემოქმედების უნარი. კერძოდ, ძვლის ტვინის თცკ 15%-ით აქვეითებს ჰომოტიპური უჯრედების მიტოზურ აქტიურობას, რაც შესაძლებელია, დაბალმოლეკულური კომპონენტის მინორული შემცველობით იყოს განპირობებული. ზრდასრული თაგვების ძვლის ტვინის ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის დამრთგუნველი ზემოქმედება არ ვლინდება მოზარდი ცხოველების როგორც ჰეტერო-, ასევე ჰომოტიპური უჯრედების პროლიფერაციაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზრდასრული თაგვის ძვლის ტვინიდან გამოყოფილ თცკ-ს შენარჩუნებული აქვს ქსოვილსპეციფიკურობა მოზარდი ორგანიზმის აქტიურად პროლიფერად უჯრედებთან მიმართებაშიც. ეს შეიძლება აიხსნას მოზარდი და ზრდასრული ტვინის ქსოვილის, როგორც სისხლმბადი ორგანოს განსაკუთრებული ფუნქციური მნიშვნელობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com