ka | en
TSU

ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტული გენების შესწავლა B ჯგუფის სტრეპტოკოკის შტამებში

ავტორი: ქეთევანი ადამაშვილი
ანოტაცია:

GBS – ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი ანუ Streptococcus agalactiae გრამდადებითი კოკია, რომელიც ნორმალური მიკროფლორის უწყინარი ბინადარია. თუმცა ის აღმოჩენისთანავე იქნა მიჩნეული როგორც ნეონატალური ინვაზიების წამყვანი მიზეზი. ის შემოსაზღვრულია პოლისაქარიდული კაფსულით, რომელიც არის ძირითადი ვირულენტური ფაქტორი და მისი იმუნოლოგიური აქტივობის მიხედვით ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის 10 სეროტიპია ცნობილი. ბ ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ძირითადად ხორციელდება პენიცილინ G-თ, მაგრამ ერითრომიცინი, ვანკომიცინი და კლინდამიცინი რეკომენდირებულია პენიცილინ-ალერგიული პაციენტებისთვის. მოცემულ კვლევაში, შესწავლილ იქნა უროგენიტალური და რექტალური ნაცხებიდან გამოყოფილი Streptococcus agalactiae შტამები. შევისწავლე ანტიბიოტიკო მგრძნობელობა დისკ- დიფუზური მეთოდის გამოყენებით. სპეციფიური პრაიმერების გამოყენებით განვსაზღვრე თუ რომელი რეზისტენტობის მექანიზმების მატარებლები იყვნენ მოცემული შტამები. Streptococcus agalactiae -ს გავრცელება საქართველოში საკმაოდ ფართოა, კვლევაში გამოყენებული ბაქტერიული შტამების შესწავლამ აჩვენა რომ მაღალია ერითრომიცინ-რეზისტენტული შტამების რაოდენობა. ეს თავის მხრივ წარმოადგენს პრობლემას პენიცილინის მიმართ ალერგიული პაციენტების მკურნალობისთვის. ასეთ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ვანკომიცინი. ჩემი კვლევის პროცესში ვანკომიცინ-რეზისტენტული შტამები, არ გამოვლენილა; თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია. მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საფუძველი შემდგომი ეპიდემიოლოგიური კვლევებისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com