ავტორიზაცია

ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლში ცალმხრივი ნეფერექტომიით გამოწვეული კომპენსატორული პროცესების მექანიზმები
ავტორი: თათია ჭიქაშვილიანოტაცია:
პათოლოგიურად შეცვლილ პარენქიმულ ორგანოებში ორგანოთაშორის კომპენსატორულ-შეგუებითი პროცესების მექანიზმების გამოვლენის კანონზომიერებების დადგენის მიზნით ზრდასრულ თეთრ ვირთაგვებზე ჩატარებულია ცალმხრივი ნეფრექტომიის შემდეგ ღვიძლის ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებების შესწავლა. დადგინდა, რომ ვირთაგვას ღვიძლის ჰისტოარქიტექტონიკაზე ცალმხრივი ნეფრექტომიის ზეგავლენა სამი დღის განმავლობაში მორფოლოგიურად მხოლოდ სინუსოიდების და ღვიძლის ბაგირაკების სივრცითი ურთიერთობის ცვლილებაში გამოიხატება. ცალმხრივი ნეფრექტომიით განპირობებული ჰისტოარქიტექტონიკის ცვლილებები და ღვიძლში ფუნქციური დატვირთვის გაზრდა აღნიშნულ ვადებზე არ იწვევს ჰეპატოციტების პროლიფერაციის სტიმულაციას. გამოკვლეულია, ასევე, ცალმხრივი ნეფრექტომიის შემდეგ ღვიძლში კომპენსატორული მექანიზმების აქტივაციის თავისებურებები. დადგენილია, რომ ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეული ჰეპატოპათიის პირობებში ღვიძლისთვის დამახასიათებელ ორგანოთაშორისი კომპენსატორულ-შეგუებითი პროცესებიდან უპირატესობა ენიჭება პოლიპლოდიზაციის მექანიზმს. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ ცალმხრივი ნეფრექტომიით გამოწვეულ ფუნქციურ დატვირთვას ზრდასრული ვირთაგვას ღვიძლი საწყის ეტაპზე პოლიპლოიდური უჯრედების(2cX2) რაოდენობრივი მატებით პასუხობს.