ka | en
ავტორიზაცია

დროით არალოკალური ამოცანების გამოკვლევა პირველი რიგის ევოლუციური და შრედინგერის ტიპის განტოლებებისათვის
ავტორი: მარიკა გაჩეჩილაძესაკვანძო სიტყვები: პირველი რიგის ევოლუციური განტოლება, შრედინგერის განტოლება, დროით არალოკალური საწყის-სასაზღვრო ამოცანა, ამონახსნის არსებობა და ერთადერთობა, იტერაციული ალგორითმი, სობოლევის სივრცეები
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია არაკლასიკური საწყის-სასაზღვრო ამოცანები არალოკალური საწყისი პირობებით პარაბოლური და შრედინგერის ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის და მათი განზოგადებებისათვის აბსტრაქტულ სივრცეებში. გამოკვლეულია აბსტრაქტულ სივრცეებში პირველი რიგის ევოლუციური და შრედინგერის განტოლებებისათვის დროით არალოკალური ამოცანების ამონახსნების არსებობა და ერთადერთობა. აგებული და შესწავლილია არალოკალური ამოცანების კლასიკური ამოცანების მიმდევრობით მიახლოების ალგორითმი. მოყვანილია მიღებული ზოგადი შედეგების გამოყენება დროით არალოკალური საწყის-სასაზღვრო ამოცანებისათვის პარაბოლური და შრედინგერის ტიპის განტოლებებისა და სისტემებისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
დროით არალოკალური ამოცანების გამოკვლევა პირველი რიგის ევოლუციური და შრედინგერის ტიპის განტოლებებისათვის [ka]