ka | en
TSU

პესტიციდების გავლენის შესწავლა ლაბორატორიული თაგვების გენეტიკურ აპარატზე

ავტორი: გიორგი ღლონტი
საკვანძო სიტყვები: პათოლოგიური, ინტერფაზური, ქლოროფოსი
ანოტაცია:

ანოტაცია „ პესტიციდების გავლენის შესწავლა ლაბორატორიული თაგვების გენეტიკურ აპარატზე“ გიორგი ღლონტი გენეტიკის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ინდუცირებული მუტაგენეზის შესწავლა, ვინაიდან გარემოში მუტაგენური თვისებები მქონე ნივთიერებების ხვედრითი წილი დიდია. მოცემული სამუშაოს მიზანი იყო: პესტიციდის ქლოროფოსის მუტაგენური და ციტოტოქსიკური მოქმედების შესწავლა ლაბორატორიულ თაგვებში. დადგენილ იქნა, რომ პესტიციდი ქლოროფოსი ხასიათდება მუტაგენური და ციტოტოქსიკური მოქმედებით. თეთრ თაგვებში მისი შეყვანისას სარწმუნოდ იზრდება ქრომოსომათა სტრუქტურული დარღვევების, პათოლოგიური მიტოზების და ინტერფაზური ბირთვების დარღვევების რიცხვი.


მიმაგრებული ფაილები:

პესტიციდების გავლენის შესწავლა ლაბორატორიული თაგვების გენეტიკურ აპარატზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com