ავტორიზაცია

ქსელის ინფრასტრუქტურის გამართვა და ადმინისტრირება
ავტორი: დავითი ურიდიაანოტაცია:
აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომი ეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(თსუ), მე-11 კორპუსში არსებულ ვითარებას. სხვადასხვა უნივერსიტეტების მოდელების გამოკვლევის საფუძველზე განხილულია ის ძირითადი პრობლემები, რომლებმაც ყველაზე მეტად იქონიეს გავლენა თსუ-ის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. შესაბამისი კონფიგურაციისა და ადმინისტრირების მეთოდების გამოყენებით კვლევის ძირითადი ნაწილი ეთმობა ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზას. სტენფორდისა და ფულერტონის უნივერსიტეტების სისტემური მოდელის გაანალიზებით, ცისკოს(cisco) რეკომენდაციებითა და არსებული შესაძლებლობებით შექმნილია სტრუქტურული მოდელი და კონფიგურაცია. ნაშრომში განხილულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლის დახმარებითაც ქსელი გახდება მეტად უსაფრთხო, სამართავი პანელი კი ცენტრალიზებული, რაც გაამარტივებს სასწავლო პროცესს. უნივერისტეტის საკუთრებაში არსებული ცისკოს წამყვანი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ქსელის დაყოფას, მართვას და სტატისტიკის წარმოებას. შერჩეული კონფიგურაცია საწყის ეტაპზე ზუსტად ერგება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას. სწორედ ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსელის გაფართოება სრულად დააკმაყოფილებს მის სამომავლო მოთხოვნებს.