ka | en
TSU

მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტი

ავტორი: მარიამი ჭანტურია
ანოტაცია:

აზრის მოპოვება ან სენტიმენტის ანალიზი წარმოადგენს ადამიანთა მოსაზრებების, განწყობის, დამოკიდებულების და ემოციების შესწავლის პროცესს ტექსტის მიხედვით. იგი ბუნებრივი ენის დამუშავების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. მისი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ადამიანთა აზრი მნიშვნელოვანია თითქმის ყველა საქმიანობაში და მასზე არის დამოკიდებული ჩვენი ქცევა. სენტიმენტალური ანალიზის კვლევის მიმართ ინტერესის ზრდა ემთხვევა სოციალური მედიის პოპულარობის ზრდას, სადაც ჭარბადაა მომხმარებელთა მიმოხილვები, დისკუსიები თუ ბლოგები. ინფორმაციის მოპოვების პროცესი ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე რთული ამოცანაა. ეს არის უზარმაზარი მოცულობის მონაცემები, რომლებიც ციფრული ფორმით არის ჩაწერილი და მათი ანალიზის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ პოზიტიური, ნეიტრალური თუ ნეგატიურია დამოკიდებულება. შედეგის მიხედვით კი შეგვიძლია წინასწარ გავთვალოთ ესა თუ ის მოვლენა. თანამედროვე ეპოქაში სენტიმენტალური ანალიზის კვლევები გასცდა კომპიუტერულ მეცნიერებებს და იგი მნიშვნელოვანია მართვის და სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებაშიც. ნაშრომში ვისაუბრებ სენტიმენტალური ანალიზის კვლევის მეთოდებზე, სხვადასხვა ტექნიკასა და მათი გამოყენების საჭიროებაზე. განვიხილავ სენტიმენტალური ანალიზის გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულებებსა და გამოწვევებს როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენასთან მიმართებით. აგრეთვე აღვწერ დამხმარე აპლიკაციის შექმნის პროცესს, რომელიც განკუთვნილი იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე მოცემულ მონაცემებთან სამუშაოდ. მისი დახმარებით განვახორციელებთ მონაცემების ანალიზს და განვსაზღვრავთ რომელი სენტიმენტი(პოზიტიური, ნეიტრალური, ნეგატიური) ჭარბობს ტექსტში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com