ka | en
TSU

ზეთი წყალში მიკროემულსიებიდან 10-[2-დიმეთილამინო)პროპილ] ფენოთიაზინის ჰიდროქლორიდის გამოთავისუფლების შესწავლა

ავტორი: ნათია პაპუაშვილი
თანაავტორები: თინათინ ბუთხუზი
საკვანძო სიტყვები: ზან, გამოთავისუფლება, მიკროემულსია
ანოტაცია:

ანოტაცია ფენოთიაზინები ფართოდაა გამოყენებული წამლების სახით, ისინი ამჟღავნებენ ზედაპირულად აქტიურ ბუნებას, მაგ. ქლოროპრომაზინისა და პრომეტაზინის ჰიდროქლორიდები. წამლების ფარმაკოლოგიური მოქმედება ვლინდება მიცელის წარმოქმნის კრიტიკული კონცენტრაციამდე, თუმცა წამლის აკუმულირება მაინც ხდება ზოგიერთ ადგილებში. ამასთან, აღნიშნული წამლები ხასიათდებიან პრესისტემური მეტაბოლიზმით. აქედან გამომდინარე, წამლის გადამტანი სისტემა სასარგებლოა დაგროვილი წამლების ორგანიზმში გადატანისთვის. შემოთავაზებული სამუშაოს მიზანი იყო 10-[2- (დიმეთილამინო)პროპილ] ფენოთიაზინის ჰიდროქლორიდის (PMZ) გამოთავისუფლების პროფილის შესწავლა ზეთი წყალში მიკროემულსიებიდან, რომლებიც მომზადებულია იონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის (AOT) საფუძველზე. წარმოდგენილი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა აგრეთვე არაიონური პოლიოქსიეთილენ (23) ლაურილის ეთერის (Brij-35) დანამატების გავლენა დიალიზის პარკებიდან PMZ-ის გამოთავისუფლების პროცესზე. შეირჩა PMZ-ის გადატანის მიკროემულსიური სისტემა AOT და Brij-35-ის ნარევის საფუძველზე. შესწავლილ იქნა დიალიზის პარკებიდან PMZ–ის გამოთავისუფლების პროფილი ფოსფატურ ბუფერში. გამოთავისუფლებული PMZ ისაზღვრებოდა დროის გარკვეულ შუალედებში, ნიმუშების ნატრიუმის პერსულფატით დამუშავების პირობებში. დაჟანგული შეფერილი ნიმუშები იზომებოდა 490 ნმ-ზე. PMZ–ით დატვირთული მიკროემულსიების საფუძველზე მიღებული შედეგები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მიკროემულსიები წამლის გადატანის მნიშვნელოვან სისტემებს წარმოადგენს, რომლებიც ხელს უწყობენ წამლების მოქმედებას და ბიოშეღწევადობის გაზრდას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com