ავტორიზაცია

ხანგრძლივი დღე-ღამური რიტმის დარღვევის გავლენა ზოგიერთი საათის გენის პროდუქტების რაოდენობაზე
ავტორი: Salome Barbakadzeანოტაცია:
ცნობილია, რომ ბუნებრივი ცირკადული რიტმის რღვევა უჯრედული მეტაბოლიზმის მრავალმხრივი ცვილებების წინაპირობაა. მცირდება როგორც უჯრედული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ინტენსივობა, ისე სინთეზური რეაქციები. საერთო ჯამში, რაც თავის მხრივ ორგანიზმში სტრესული რეაქციების გამომწვევია. ამ რეაქციებს შორის აღსანიშნავია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის (HPA axis) მუდმივ აქტივაცია და სტრესული ჰორმონების ჭარბად გამოთავისუფლება. აღსანიშნავია, რომ ცირკადული და სტრესის სისტემა ურთიერთზემოქმედებენ. ბიოქიმიის კათედრაზე ჩატარებულმა არა ერთმა გამოკვლევამ დაადასტურა ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევის ფონზე კრეატინის მასტიმულირებელი ეფექტი უჯრედის ენერგეტიკულ მეტაბოლიზმსა და ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობაზე. წამოდგენილ ნაშრომში შესწავლილია საათის გენების ცილოვანი პროდუქტების რაოდენობრივი ცვლილება ჰიპოკამპის უჯრედებში, როგორც ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევით განპირობებული სტრესის ფონზე, ისე კრეატინის ეგზოგენური მიწოდების პირობებში, რაც იძლევა საშუალებას დავადგინოთ კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტრესის ფონზე ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში ჩართული ფერმენტების ცვლილებასა და საათის გენების ცილოვან პროდუქტებს შორის. ნანახი იქნა, რომ 30-დღიანი ცირკადული რიტმის დარღევის პირობებში ადგილი აქვს საათის გენების მიერ სინთეზირებული ტრანსკრიფციული ფაქტორების რაოდენობის არ-აერთგვაროვან ცვლილებებს, თუმცა კრეატინის ეგზოგენური შეყვანა არ ახდენს გავლენას მათ რაოდენობრივ მაჩვენებელზე. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, გამოთქმულია ვარაუდი, რომ კრეატინის შეყვანის პირობებში მიტოქონდრიული ფერმენტების აქტივაციის მიზეზი არ არის ტრანსკრიფციული ფაქტორების რაოდენობრივი ცვლილება.