ავტორიზაცია

ნატრიუმის ბის(2-ეთილ ჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრულ პერკოლაციაზე განსხვავებული ბუნების დანამატების გავლენის შესწავლა
ავტორი: ქეთევანი ნანობაშვილითანაავტორები: ირმა თიკანაძე
საკვანძო სიტყვები: ელექტრული პერკოლაცია, მიკროემულსია, ზედაპირულად აქტიური ნივთიერება
ანოტაცია:
ქეთევან ნანობაშვილი ნატრიუმის ბის(2-ეთილ ჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრულ პერკოლაციაზე განსხვავებული ბუნების დანამატების გავლენის შესწავლა ანოტაცია შესწავლილია ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრულ პერკოლაციაზე განსხვავებული ბუნების დანამატების გავლენა. დანამატებად გამოყენებულია არაიონური ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერი, იონური ბიოლოგიური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ქოლის მჟავას ნატრიუმიანი მარილი და კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება 10-[2- (დიმეთილამინო) პროპილ] ფენოთიაზინის ჰიდროქლორიდი. ზეთის ფაზად გამოიყენებოდა ნ-დეკანი. ნატრიუმის ბის (2-ეთილჰექსილ) სულფოსუქცინატის საფუძველზე მომზადებული შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრულ პერკოლაციას ადგილი აქვს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებისა და წყლის მოლური თანაფარდობის შედარებით დაბალ მნიშვნელობაზე არაიონური და იონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების დანამატების პირობებში, იმ დროს როცა კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების დანამატები პერკოლაციის ჩაქრობას იწვევს.
მიმაგრებული ფაილები:
ანოტაცია [ka]