ავტორიზაცია

ვებ აპლიკაცია: ბიზნეს კომუნიკატორი
ავტორი: ლუკა თარხნიშვილისაკვანძო სიტყვები: ბიზნეს კომუნიკატორი
ანოტაცია:
თანამედროვე რეალობაში კვალიფიციური პერსონალის მოძიება საკმაო ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, ხანდახან ასეთი ძალისხმევის შედეგი სასურველისაგან ძალზედ შორსაა, სწორედ ამიტომაა რომ დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი პლატფორმები რომლებიც კომპანიებსა და სპეციალისტებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. განსაკუთრებით მოთხოვნადი დარგი რომელშიც სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნაა ინფორმაციული ტექნოლოგიებია. ნაშრომი შეეხება სწორედ ისეთი პლატფორმის შემუშავების საკითხებს რომელიც კონკრეტულად აიტი სფეროში მოღვაწე სუბიექტებს ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების საშუალებას მისცემს. კერძოდ შემუშავებული იქნა ვებ აპლიკაცია რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას შექმნან კომპანიის პროფილი, მიუთითონ ძირითადი ინფორმაცია კომპანიაზე, განათავსონ ვაკანსიები და დაეკონტაქტონ სპეციალისტებს სამსახურის შეთავაზების მიზნით. საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს ასევე ეძლევათ საშუალება შექმნან პირადი პროფილი საკუთარი ინფორმაციით, როგორიცაა განათლება, გამოცდილება, უნარები და ა.შ. ასევე შეუძლიათ გამოეხმაურონ კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, დაფილტრონ და შეარჩიონ ვაკანსიები მათი უნარების მიხედვით.