ავტორიზაცია

In-Memory მონაცემთა ბაზის შექმნა
ავტორი: მანველ კლოიანისაკვანძო სიტყვები: თანამედროვე სისტემები, უპირატესობები, უარყოფითი მხარეები, in-memory მონაცემთა ბაზები
ანოტაცია:
დღევანდელ პირობებში თანამედროვე სისტემებისგან მოითხოვება ძალიან სწრაფი პასუხი (მაგ., 1 წამზე ნაკლები). დისკზე დაფუძნებულ სტანდარტულ მონაცემთა სისტემებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ასეთი სწრაფი პასუხი მათთან წვდომის დროის შეზღუდვის გამო. თუ სრული ბაზა შეიძლება იყოს შენახული ძირითად მეხსიერებაში, წვდომის დრო საგრძნობლად შემცირდება. In-memory მონაცემთა ბაზები ინახება სერვერის ოპერატიულ მეხსიერებაში. ეს უზრუნველყოფს დიდ უპირატესობას სიჩქარეში, რადგანაც ოპერაციები მონაცემებზე მეხსიერებაში სრულდება პროცესორის ნაკლები რაოდენობის ინსტრუქციით, ხოლო მონაცემებთან seek ტიპის ოპერაციებით წვდომის დრო საერთოდ ვერ შეედრება - ოპერატიული მეხსიერება გლობალურად უგებს მყარ დისკს. წინამდებარე ნაშრომში აღწერილია არსებული რამდენიმე In-Memory მონაცემთა ბაზა, მათი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. ასევე განხილულია ასეთი ბაზის შექმნა C პროგრამირების ენის გამოყენებით.