ka | en
TSU

ახალი ქირალური სულფოქსიდების სინთეზი, გასუფთავება, დახასიათება და მათი ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში.

ავტორი: მარიამ სოფრომაძე
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ახალი ქირალური სულფოქსიდის სინთეზი, მათი გასუფთავება, სპექტროსკოპული დახასიათება და ენანტიომერული დაყოფის კვლევა პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სელექტორების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. სამაგისტრო თემის ფარგლებში განხორცილდა (+) პრომეთაზინის ჰიდროქლორიდის დაჟანგვა პრომეტაზინის სულფოქსიდამდე სამი განსხვავებული გზით ა) დამჟანგავ აგენტად 3-ქლორპერბენზოის მჟავას გამოყენებით 00 C ტემპერატურაზე, ჰომოგენურ სისტემაში, ქლოროფორმის არეში, ბ) დამჟანგავ აგენტად 3-ქლორ-პერბენზოის მჟავას გამოყენებით 00 C ტემპერატურაზე, ჰეტეროგენულ სისტემაში, წყალის არეში, გ) დამჟანგავ აგენტად წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით 00 C ტემპერატურაზე, ჰომოგენურ სისტემაში წყალის არეში,. შეფასდა ზემოთხსენბული რეაქციების გამოსავლიანობა და დასრულების დრო. სულფიდების დაჟანგვის განხორციელება სხვადასხვა პირობებში (იგულისხმება სხვადასხვა გამხსნელი და დამჟანგავი რეაგენტი, სარეაქციო არის ჰომოგენურობა ან ჰეტეროგენურობა) და ჩატარებული რეაქციების შედარებითი დახასიათება საინტერესოა მომავალი კვლევებისთვისაც, ვინაიდან ხშირად ვართ შეზღუდულები საწყისი ნივთიერების ხსნადობით სასურველ გამხსნელში, რაც ართულებს რეაქციის ჩატარებას. ნივთიერებების იდენტიფიკაციის მიზნით გამოვიყენეთ ელექტრონული, ინფრაწითელი და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსული სპექტროსკოპია. მიღებული ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა ჩატარდა მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიით, სტაციონარულ ფაზად გამოყენებული ქირალური სელექტორები წარმოადგენენ ცელულოზასა და ამილოზას ნაწარმებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com