ka | en
ავტორიზაცია

სამხრეთ საქართველოს წყაროს წყლების ქიმიური კვლევა
ავტორი: ნინო კირთაძესაკვანძო სიტყვები: კვლევა, სინჯი
ანოტაცია:
ანოტაცია საქართველოს ბუნებრივი რესურსებიდან წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი მარაგია. ბუნებრივი წყლებიდან სასმელი დანიშნულებით ძირითადად გამოიყენება მიწისქვეშა წყლები, სუფთა მტკნარი წყალი კი ჯანმრთელობის წინაპირობაა. საქართველოს მრავალ რეგიონში სასმელად გამოიყენება წყარო ან ჭის წყლები. ხშირ შემთხვევაში ამ წყლების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამასთანავე უმეტეს შემთხვევაში სრულიად გამოუკვლეველია ამ წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობა, არ არის დადგენილი სასმელად მათი გამოყენების ვარგისიანობა. ჩვენ მიზნად დავისახეთ სამხრეთ საქართველოს საკურორტო ზონის წყაროს წყლების ქიმიური გამოკვლევა, რომ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით დაგვედგინა მათი სასმელად გამოყენების შესაძლებლობა .