ka | en
TSU

მევენახეობის განვითარების რეგიონული თავისებურებების განმსაზღვრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების კორელაციური ანალიზი (კალაური-მუკუზნის მაგალითზე)

ავტორი: თამარი ჩიბარაშვილი
საკვანძო სიტყვები: აგროლანდშაფტი, მევენახეობა, მიკროზონა
ანოტაცია:

ბუნებრივი გარემოს ცვლილება მუდმივად მიმდინარეობს ანთროპოგენური ზემოქმედებით, ამის თავლსაჩინო მაგალითია აგროლანდშაფტების წარმოქმნა. ადამიანი უხსოვარი დროიდან ზემოქმედებდა ბუნებრივ ლანდშაფტებზე და მოჰყავდა სხვადასხვა მოსავალი. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამეურნეო საქმიანობაა მევენახეობა, რომლის კერაც კახეთის რეგიონია. კახეთში გამოყოფილია სხვადასხვა მიკროზონა, რომლებიც გამოირჩევა მარალხარისხიანი და განსხვავებული არომატების ყურძნით. ჩემი მიზანია შევისწავლო მუკუზნის მიკრო ზონა, რომელშიც გაერთიანებულია სოფლები, როგორებიცაა: მუკუზანი, ზეგაანი, ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, შრომა და კახიფრის ტერიტორიები; განსაკუთრებულ აქცენტს კი გავაკეთებ კალაური-მუკუზნის ქვერაიონზე, ვინაიდან ჩემი მშობლიური ფესვები სწორედ ამ ადგილებს უკავშირდება. ბოლო პერიოდში უფრო მეტად დაინტერესდა კახელი გლეხი ვენახის გაშენებითა და მოვლით, სასიხარულო ის არის რომ ახალგზარდა თაობა უფრო აქტიურად ჩაერთო ვაზის კულტურის გაშენებასა და ადგილობრივი სელექციური ჯიშების გამრავლებაში. დიდი პოპულარობით საგებლობს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: „მუკუზანი“ და „ვაზისუბანი“, ახლადფეხადგმულია „კალაური“ და „კვირიკე“, რომლებიც გასულ წელს ჩამოისხა სოფელ კალაურში და მცირე მარნის წარმომადგენლებს ტოლს არავის უდებენ. ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება ამ სოფლების ტურისტული პოტენციალიც.


მიმაგრებული ფაილები:

მევენახეობის განვითარების რეგიონული თავისებურებების განმსაზღვრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების კორელაციური ანალიზი (კალაური-მუკუზნის მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com