ka | en
TSU

მოზარდი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლის GAD-დადებით და ინსულინ-დადებით უჯრედებზე ენდოგენური ცილოვანი კომპლექსის მოქმედების შესწავლა

ავტორი: მაგდა ლომიძე
საკვანძო სიტყვები: თერმოსტაბილური ცილების კომპლექსი, GAD-დადებითი უჯრედები, ინსულინ-დადებითი უჯრედები.
ანოტაცია:

ზრდასრული ვითაგვას სხვადასხვა ქსოვილი (თირკმელი, გული, პანკრეასი, ტვინი, ღვიძლი) შეიცავს თერმოსტაბილური ცილების კომპლექსს (თცკ), რომლებიც მსგავსი თვისებებით ხასიათდება. ნერვულ ქსოვილში თცკ-ს მოქმედებით აღინიშნება მიტოზურ ციკლში უჯრედების შესვლის დაჩქარება და GAD-დადებითი უჯრედების კლება. GAD (გლუტამატ დეკარბოქსილაზა) ექსპრესირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და პანკრეასის კუნძულების, ძირითადად β-ინსულინ მაპროდუცირებელ უჯრედებში. ასევე GAD წარმოადგენს მთავარ ანტიგენს აუტოიმუნური დიაბეტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენს პანკრეასის თცკ-ს მოქმედების შესწავლა GAD-ის ექსპრესიაზე მოზარდი ვირთაგვების კუჭქვეშა ჯირკვლში. შედეგად გამოვლინდა, რომ თცკ-ს მოქმედებით GAD-დადებთი უჯრედების რაოდენობა იკლებს 20%-ით, ხოლო ინსულინ-დადებითი უჯრედების რაოდენობა არ იცვლება. ეს მიუთითებს იმას, რომ თცკ-ს ზეგავლენით GAD-ის ექსპრესიის ინჰიბირება არ მოქმედებს ამავე უჯრედებში ინსულინის გამომუშავების პროცესზე. დასკვნები: 1.ზრდასრული ვირთაგვას პანკრეასის თცკ-ს აქვს მოზარდი ვირთაგვას კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედებში GAD-ის ექსპრესიის ინჰიბირების უნარი. 2. ენდოგენური ზრდის შემაკავებელი ფაქტორის დამრთგუნველი ზემოქმედება არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ინსულინის ექსპრესიაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com