ka | en
ავტორიზაცია

KM3NeT/ORCA4 დეტექტორის გამოძახილის შესწავლა მიუონური ნაკადების საშუალებით
ავტორი: გიორგი ქისტაურიანოტაცია:
KM3NeT წარმოადგენს ახალი თაობის ნეიტრინულ ტელესკოპებს. დეტექტორები შენდება ხმელთაშუაზღვის ღრმა წყლებში. მათი დანიშნულებაა წვლილი შეიტანონ მაღალი ენერგიების ნეიტრინულ ასტროფიზიკაში და ნეიტრინოების თვისებების შესწავლაში. ნაშრომში აღწერილია KM3NeT პროექტი, გეგმები და მიზნები, ასევე განხილულია KM3NeT/ORCA დეტექტორი, მისი მუშაობის პრინციპი. წარმოდგენილია ORCA4 დეტექტორზე ექსპერიმენტული და სიმულაციით მიღებული მონაცემების რეკონსტრუქციისა და ანალიზის საშუალებები, KM3NeT-კომპიუტინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესწავლილია ORCA4 დეტექტორის ოპტიკური მოდულის გამოძახილი ატმოსფერული მიუონების საშუალებით.