ავტორიზაცია

ლევიტაციის მოვლენა ზეგამტარებში
ავტორი: ცოტნე დადიანისაკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, ლევიტაცია, აბრიკოსოვის
ანოტაცია:
ზეგამტარებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ მათი გამოსადეგი თვისებების გამო. მყარი სხეულების ფიზიკაში დიდი როლი უკავია მათ აღმოჩენას, დახვეწასა და გაუმჯობესებას. მისი ერთერთი თვისება მაგნიტური ლევიტაცია, რომელიც გულისხმობს ზეგამტარის ლევიტირებას მაგნიტურ ველში, რაც თავის მხრივ გულისხმობს ობიექტის უკონტაქტოდ გადაადგილებას. ჩვენი მიზანია ავაწყოთ სადემონსტრაციო მოდელი, სადაც ნათლად გამოჩნდება ზემოთ ნახსენები მოვლენა, ასევე შევისწავლოთ მისი თვისებები და პარამეტრები. ამისათვის საჭიროა მაგნიტური ტრეკი, რომლის შექმნა შევძელით ნეოდიუმის N40 ტიპის მაგნიტების NSN განლაგებით და YBCO-ს ტიპის მაღალ ტემერატურული ზეგამტარით. მაგნიტურ ბილიკს ჰქონდა სპეციალური ფორმა ერთი მხრივ თვალსაჩინოებისთვის მეორე მხრივ სიმარტივისათვის. ლევიტაციის ეფექტის ხანგძლივობა დამოკიდებულია ზეგამტარის და მისი შეფუთვის სითბოტევადობაზე და თბოგამტარობაზე. ჩვენ სივრცული პრინტერის დახმარებით შევქმენით რამდენიმე სახის კაპსულა, რომელიც უზრუნველჰყოფდა ლევიტირებული ზეგამტარის თხევადი აზოტით გაციებას, რაც საგრძნობლად ახანგძლივებდა ეფექტის დროს. საბოლოოდ მივიღეთ სტაბილური საჩვენებელი ექსპერიმენტული დანადგარი, რომლსაც გააჩნია პერსპექტივა ზეგამტარული ნივთიერების უკეთ შესასწავლად.