ავტორიზაცია

გრიგალებისა და მაგნიტური ველის წარმოშობა არასტაციონალური პონდერმოტორული ძალით
ავტორი: თეონა გოცირიძეანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში წარმოდგენილია კინეტიკურ მოვლენებზე არაპოტენციური პონდერმოტორული ძალის გავლენა გადაგვარებულ პლაზმაში. მიიღება ნაწილაკების განაწილების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვიანგარიშოთ ნაწილაკებისა და სითბოს ნაკადები. მიიღება ახალი რელატივისტური ჰიდროდინამიკური მოძრაობის განტოლება, რომელიც მოიცავს თვითგენერირებულ მაგნიტურ ველებს, რაც არ ითვალისწინებს ჩაყინულობის პირობას. თავდაპირველად ნაჩვენებია გადაგვარებულ ფერმი გაზებში ლაზერული იმპულსის საშუალებით ელექტრონული სითხის გრიგალების წარმოქმნა. ეფექტები გადაგვარებული წნევის გამო მკვეთრად არის გამოხატული. კინეტიკური და ჰიდროდინამიკური განტოლებების ფორმულირებისას მივიღეთ ახალი წევრი, რომელიც წარმოადგენს არასტაციონალურ პონდერმოტორულ ძალას. სწორედ ის არის კვაზისტატიკური მაგნიტური ველებისა და რელატივისტური ”გრიგალური რგოლის” წარმოქმნის წყარო ფერმის სითხეში. ”გრიგალური რგოლები” წარმოადგენენ ელექტრონების მაღალი გრადიენტის მქონე აჩქარების გამომწვევ მიზეზს. უფრო ზუსტად, ელექტრონები რომელებიც იმყოფებიან წონასწორობაში, არასტაციონალური პონდერმოტორული ძალის გამო ჩქარდებიან რელატივისტურ სიჩქარეებამდე ამ რგოლის” წარმოქმნის გზით, რომლის რადიუსი მოძრაობასთან ერთად იზრდება. ასევე განხილულია გრიგალების შერწყმა, გაფუჭება და განადგურება.