ka | en
TSU

მიწათსარგებლობის დინამიკის აეროკოსმოსური ანალიზის მეთოდოლოგია და შედეგები (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

ავტორი: ლევანი ქოროღლიშვილი
ანოტაცია:

ლანდშაფტის დაგეგმარება და მონიტორინგი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აქტუალური თემა გახდა. სივრცის (გარემოს) ისე მოწყობა და დეგმარება, რომ რაციონალურად გამოიყენონ რესურსები, დღითი-დღე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს გარომოს მონიტორინგი და შეფასდეს ანთროპოგენური ცვლილების დონე. ადამიანი გარემოზე უდიდეს ზემოქმედებას ახდენს და ცვლის მიწათსარგებლობის ტიპებს. ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია მიწათსარგებლობის ცვლილებების კვლევები, თუმც საქართველოში ასეთი ნაშრომები ნაკლებადაა. 2019-2020 წლებში ჩავერთეთ კვლევაში: ,,გორის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის ანალიზი დისტანციური ზონდირებისა და Gis-ის გამოყენებით’’. წინამდებარე ნაშრომის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაგალითზე მიწათსარგებლობის ცვლილებების კომპიუტერული მოდელირება. იმისათვის, რომ შევაფასოთ გარემოს ცვლილება, გვესაჭიროება პერიოდული მონიტორინგი და აერო (თანამგზავრული) ფოტოსურათები, რაც უფრო დიდია შესაფასებელი ტერიტორიის ფართობი, მით უფრო რთულდება საქმე. თანამგზავრიდან გადაღებული სურათები ხშირად უხარისხოა და სუფთა გარჩევადობის სურათები ბევრი არ არის განსაკუთრებით საქართველოს რეგიონისთვის. ნაშრომის მთავარი მიზანია, შექმნას მეთოდოლოგია უკვე არსებულ ქართულ და უცხოურ მასალების გამოყენებით. მოარგოს იგი საქართველოს რეგიონს, უფრო კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტს, მისი გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. გამოავლინოს რა რესურსებია საჭირო ამის გასაკეთებლად, სწორად და მარტივად აუხსნას მკითხველს ყველა, გეოგრაფიული ასპექტები, ტექნოლოგიური საჭიროება, საგანმანათლებლო რესურსი რასაც ვიყენებთ მიწათსარგებლობის ცვლილებების დასაგდენად და გახდეს ერთგვარი გზამკვლევი ამ მიმართულებით.


მიმაგრებული ფაილები:

მიწათსარგებლობის დინამიკის აეროკოსმოსური ანალიზის მეთოდოლოგია და შედეგები (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაგალითზე) [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com