ka | en
TSU

აზოტის დიოქსიდის იაფფასიანი სენსორის ვარგისიანობის გამოცდა ატმოსფეროს ანალიზებისთვის

ავტორი: Lina Ugulava
ანოტაცია:

წინამდებარე ნაშრომი შეეხება აზოტის დიოქსიდის იაფფასიანი სენსორის ვარგისიანობის გამოცდას ატმოსფეროს ანალიზებისთვის. სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა შეგვეფასებინა აზოტის დიოქსიდის სენსორის გამოყენების პოტენციალი ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის კვლევასა და მონიტორინგში. კვლევისთვის გამოყენებული იქნა Alphasense-ის წარმოების ნახევრადგამტარული აზოტის დიოქსიდის სენსორი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახდენდა მონაცემების ჩაწერას. გარდა უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ანალიზებისა, აგრეთვე, გამოყენებული იქნა ჰაერის ნიმუშების ბალონებში შეგროვება და მათი შემდგომი ანალიზები. ბალონებზე მორგებული იქნა ჰაერის ნაკადის შემზღუდავი-რესტრიქტორი ნიმუშის აღების დროის გასაზრდელად. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ გაზური ქრომატოგრაფიის კაპილარის ნაჭერი. თავდაპირველად შესწავლილი იქნა ბალონის შევსების სიჩქარე. კვლევები ჩატარებული იქნა ლაბორატორიაში, რადგან ატმოსფეროს დაბინძურება ნაკლებად ცვალებადია და სენსორის მიერ ჩაწერილი შედეგების შედარებას ვახდენდით ჩვენს მიერ აღებული ნიმუშის შედეგებთან და ონლაინ მონაცემებთან, რომელიც სენსორის ანალოგიურად მუდმივ რეჟიმში იზომებოდა. ექსპერიმენტულ მეთოდში გამოყენებულ იქნა ECO Physics წარმოების NOx ანალიზატორი CLD 780 TR, ანალიზის მეთოდს წარმოადგენდა აზოტის დიოქსიდის (NO2) განსაზღვრა O3-თან ქემილუმინესცენციით. ნაშრომი შესრულდა SMART|AtmoSim_LAB-ის ბაზაზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com