ავტორიზაცია

საქართველოს ცალკეული რეგიონების(ტერიტორიების) სივრცითი დაგეგმარების გეოგრაფიული თავისებურებანი
ავტორი: თამარი ოდილავაძეანოტაცია:
ცივილიზებულ მსოფლიოს განვითარების აუცილებელ პირობად მდრგადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური ვითარების უზრუნველყოფა გახდა. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება არის ქვეყნის მდგრადი განვითარების და ცხოვრების ხარისხის ამაღლების უმთავრესი ინსტრუმენტი, რომლის ფუნქციაც არის უზრუნველყოს რაციონალური ტერიტორიული ორგანიზება, მიწების გამოყენებისა და მიწათსარგებლობის სხვადასხვა სახეობებს შორის დაამყაროს მჭიდრო კავშირი, დააბალანსოს ქვეყნის ეკონომიკური ვითარების მოთხოვნები გარემოსდაცვითი აუცილებლობის გათვალისწინებით და მიაღწიოს სოციალურ-ეკონომიკურ მიზნებს დროის ახლებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. დღეს მსოფლიოში ქვეყნების უმრავლებოსა მდგრადი განვითარების პრინციპებისკენ მიისწრაფვის ,რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტერიტორიულ-სივრცითი დაგეგმარების მიმართ ინტერესს.სწორედ მისი საშუალებით არის შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური ,სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება,ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტვიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურების გონივრულ გამოყენებას.
მიმაგრებული ფაილები:
Geographical features of spatial planning of specific regions (territories) of Georgia [en]საქართველოს ცალკეული რეგიონების(ტერიტორიების) სივრცითი დაგეგმარების გეოგრაფიული თავისებურებანი [ka]