ka | en
TSU

აზოტის მონოქსიდის იაფფასიანი სენსორის გამოცდა ატმოსფეროს ანალიზებისთვის

ავტორი: მაკა პოპიაშვილი
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ატმოსფერულ ჰაერში აზოტის მონოქსიდის კონცენტრაციის განსაზღვრა აზოტის მონოქსიდის იაფასიანი სენსორის გამოყენებით და მიღებული შედეგების შედარება ონლაინ გაზომვებით მიღებულ მონაცემებთან. ატმოსფერული ჰაერის ანალიზი ჩატარებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში SMART|AtmoSim LAB. ატმოსფერული ჰაერი ბიოსფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და დიდ გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ ორგანიზმზე. ინდუსტრიის განვითარებამ განაპირობა მავნე ნივთიერებების დიდი დოზით ჰაერში დაგროვება. ტექნიკური პროგრესის შესაბამისად მავნე ნივთიერებების რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება და ცალკეულ კომპონენტთა კონცენტრაციები ბევრად აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა აზოტის მონოქსიდის იაფასიანი სენსორის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება ატმოსფერული ჰაერის ანალიზებში. აზოტის მონოქსიდის განსაზღვრა ჩატარებულ იქნა Alphasense-ის აზოტის მონოქსიდის იაფასიანი სენსორის გამოყენებით და მიღებული შედეგები შედარებულ იქნა აზოტის ოქსიდების განმსაზღვრელი Eco physics CLD 780 TR ხელსაწყოს ონლაინ შედეგებთან, რომელიც მუშაობს ოზონ-ქემილუმინესცენციის მეთოდით. 



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com