ავტორიზაცია

ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
ავტორი: ნიკა სეფისკვერაძეთანაავტორები: გიორგი კილტავა, ზურა ჩაჩანიძე
საკვანძო სიტყვები: ადამიანური რესურსები, მართვის სისტემა
ანოტაცია:
დღესდღეობით თანამედროვე სამყაროში უამრავ კერძო კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. პრობლემა არა მხოლოდ არსებული თანამშრომლების რაოდენობის ზრდაა, არამედ ის რომ კომპანიაში ყველა რესურსს, მათ შორის ადამიანურ რესურსებსაც, სჭირდება ეფექტური მართვა, რისთვისაც შეიძლება HR-ების საკმარისი რაოდენობა არ იყოს კომპანიაში, ან კომპანიას არ უღირდეს ზედმეტი ხარჯის გაწევა დამატებით ლოჯისტიკურ საქმეზე. ასევე, შედარებით საშუალო და დიდ კომპანიებში თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი იმ თვალსაზრისით, რომ დაგეგმონ თავიანთი სამუშაო (იქნება ეს შვებულების დაგეგვმა თუ სხვა) და, რაც ყველაზე მთავარია, თავად HR-ებს სჭირდებათ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ, რათა ეფექტურად მართონ კომპანიაში არსებული ადამიანური რესურსები. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელშიც გაერთიანებულები იქნებიან კომპანიის თანამშრომლები (როგროც HR, ასევე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობის მქონე ადამიანები), რათა შევძლოთ ეფექტურად ვმართოთ კომპანიის ხელთ არსებული დრო და რესურსი.