ავტორიზაცია

ელქტრომაგნიტური ხმაურის გაზომვა დაბალსიხშირულ დიაპაზონში
ავტორი: გიორგი ლომიძეთანაავტორები: ლევანი გიორგობიანი, გიორგი ლომიძე, გიორგი დოლიძე,
საკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური ხმაურები, გაზომვა
ანოტაცია:
ტექნოლოგიურ ეპოქაში ყველგან გვხვდება როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური გამოსხივება. გარდა სასურველისა, რომელიც ატარებს საჭირო ინფორმაციას, არსებობს არასაჭირო გამოსხივება. გარემოში ხდება ამ ორი ტიპის ზედდება, ინტერფერენცია და წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ხმაურები. ისინი შემთხვევითი სიგნალებია და არ არიან სასურველი ინფორმაციის მატარებლები. ინტერფერენციის თავიდან ასარიდებლად, საჭირო გახდა ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემის გადაჭრა, რათა გარემოში სხვადასხვა ელექტრულ მოწყობილობებს არ ჰქონდეთ ერთმანეთზე მავნე ზემოქმედება. ამიტომაა, რომ რიგ დაწესებულებებში, სადაც აპარატურის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე, შეზღუდულია ელექტრული მოწყობილობების გამოყენება - კლინიკები, თვითმფრინავები, ლაბორატორიები და სხვა. აღნიშნული პრობლემების უკეთ შესწვლისა და გადაწყვეტის ოპტიმალური გზების ძიებისთვის, გთავაზობთ ერთ-ერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევას ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარგში. კერძოდ, დაბალი სიხშირის მაგნიტური ველის გაჟონვის შესწავლას ეკრანის ხვრელში. ამ ამოცანის გადაწყვეტა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებისთვის, ასევე საავატომობილო წარმოების დარგში არსებული ერთ-ერთი მნიშნელოვანი პრობლემის - ელექტრული და ელექტრონული კომპონენტების ინტერფერენციის მოვლენის გამოკვლევაში. მსგავსი ამოცანები გამოკვლეულია კომპანია EMCoS [1] მიერ და ასახულია სამეცნიერო სტატიების სახით [2, 3]. სადაც აღნიშნული პრობლემა განხილულია ეკრანში დამატებითი ხვრელის არსებობის გარეშე. მოცემულ საბაკალავრო პროექტში გთავაზობთ დაბალი სიხშირის მაგნიტური ველის გაჟონვის ამოცანის გამოკვლევას ელექტრულ ხელსაწყოებსა და სადენების ეკრანში ხვრელის არსებობის დროს.
მიმაგრებული ფაილები:
ელქტრომაგნიტური ხმაურის გაზომვა დაბალსიხშირულ დიაპაზონში [ka]