ავტორიზაცია

ქინოქსალინის ზოგიერთი ახალი წარმოებულის სინთეზი და ბიოლოგიური მოქმედება
ავტორი: Ლექსო Ტლაშაძესაკვანძო სიტყვები: ქინოქსალინები, ანტიმიკრობული, დიამინი, დიკეტონი
ანოტაცია:
სინთეზირებულია ქინოქსალინის ბირთვის შემცველი ახალი ჰეტეროციკლური სისტემა 2-[(ბენზიმინომეთილ)ფენოქსი]-3,7-დიმეთილქინოქსალინი და მისი ანალოგები მოდიფიცირებული ბენზოლის ბირთვით. მიზნობრივი პროდუქტის სინთეზი განხორციელებულ იქნა ოთხ საფეხურად. პირველ საფეხურზე მოხდა ციკლიზაცია 4-მეთილ-ო-ფენილენდიამინის კონდენსირებით პიროყურძნისმჟავას ეთილის ესთერთან ბუთანოლის არეში. პროდუქტების გამოსავლიანობის გაზრდის მიზნით, შეირჩა მიღებული ნაერთის - 3,8-დიმეთილ-1,2-დიჰიდროქინოქსალინ-2-ონის - სინთეზისა და მისი ფოსფორ(V)-ის ოქსიქლორიდთან ურთიერთქმედების ოპტიმალური პირობები. მიღებულ პროდუქტებზე 3,8-დიმეთილ-2-ქლორქინოქსალინზე განხორციელდა 4-ჰიდროქსიბენზალდეჰიდის მოქმედება აცეტონიტრილში, სამიზნე პროდუქტის მოქმედებით სხვადასხვა არომატულ ამინებთან მიღებულ იქნა ქინოქსალინის შემცველი შიფის ფუძეები, რომელთა ბიოლოგიური აქტიურობა საყურადღებოა ახალი ფარმაცევტული პრეპარატების სკრინინგისათვის.