ka | en
TSU

კახეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი და დაგეგმარება

ავტორი: გიორგი მჭედლიშვილი
ანოტაცია:

ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სფეროა. ის არეალები, რომლების ტურიზტულ ზონად ჩამიყალიბდა, გამოირჩევიან შედარებით მძლავრი ეკონომიკითა და ცხოვრების მაღალი დონით. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს დაცული ტერიტორიების ქსელი ქმნის საუკეთესო ბაზას ტურიზმის სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის. ნაშრომში განხილულია საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის - კახეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი და დაგეგმარება, წარმოჩენილია გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, როლი ამ პროცესში. I თავში განხილულია მსოფლიო გამოცდილება, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების, სწორი აქცენტების დასმისა და პრობლემათა გადაჭრის მაგალითებს. ნაშრომში წარმოდგენილია ტურისტული მარშრუტების დაგეგმარების მეთოდოლოგია. წინ არის წამოწეული გეოგრაფიულ კვანძთა თეორია, მისი როლი ტურიზმის განვითარებაში და გამოკვეთილია საკვლევ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე გეოგრაფიული კვანძი. ნაშრომში ასევე აღწერილია ახალი ტურისტული მარშრუტები კახეთის დაცული ტერიტორიებისთვის. განხილულია ის პრობლემები, რომლებიც ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ ტურიზმის განვითარებისთვის - უსახელო გეოგრაფიული ობიექტები, ამორტიზირებული გზები, ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. ნაშრომის შესაქმნელად გამოყენებულია საველე და კამერალური კვლევის მეთოდები. წარმოდგენილი ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად შეიქმნა რამდენიმე ცხრილი და თემატური რუკები. ნაშრომში მოცემულია ახალ მარშრუტებზე არსებული ობიექტების GPS კოორდინატები. ვფიქრობთ, მოცემული ნაშრომი დაეხმარება კახეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


მიმაგრებული ფაილები:

კახეთის დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი და დაგეგმარება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com