ka | en
TSU

As +3 და AsO 3 -3 იონების სორბცია ბუნებრივ ცეოლითზე

ავტორი: ნონა ჯანაშვილი
საკვანძო სიტყვები: დარიშხანი, ცეოლითი, კლინოპტილოლიტი
ანოტაცია:

გარემოს დაბინძურება იმ პრობლემათაგანია, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივი ობიექტების (წყალი, ნიადაგი) დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემის მთლიანობას, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯამრთელობაზე. გარემოში არსებულ მრავალრიცხოვან სახიფათო ნარჩენებს შორის აღსანიშნავია დარიშხანი, რომლის მცირე კონცენტრაციასაც კი შეუძლია ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა. დარიშხანის საწარმოო ნარჩენები ძირითადად გვხვდება ნიადაგში და წყლებში. ნიადაგში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების შედეგად თანდათანობით ნიადაგის ქიმიური შედგენილობა იცვლება, ირღვევა გეოქიმიური წონასწორობა და ცოცხალი ორგანიზმების ერთიანობა. დარიშხანით ბუნებრივი ობიექტების დაბინძურება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამისი ზომების მიღებას. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა დარიშხანის (III) იონების (AsO 3 -3 , As +3 ) ადსორბციის შესწავლა კლინოპტილოლიტის საწყის, დეკატიონირებულ და კატიონმოდიფიცირებულ ფორმებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოდიფიცირებული კლინოპტილოლიტი ეფექტური, იაფფასიანი და ხელმისაწვდომი ადსორბენტია დარიშხანის (III) კატიონური და ანიონური (As +3 , AsO 3 -3 ) ფორმების მიმართ. ამ ცეოლითის გამოყენებით შესაძლებელია დარიშხანის კონცენტრაციის და შესაბამისად მისი ნეგატიური ეფექტის შემცირება გარემოზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com