ka | en
TSU

ანტიბიოტიკიანი DPPC / DPPA ლიპოსომების დამზადება და მათი მოქმედება ბაქტერია Escherichia coli (E.coli)- ზე

ავტორი: შორენა შინჯიკაშვილი
ანოტაცია:

ჩატარებული ექსპერიმენტებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე დავადგინეთ, რომ E.coli ბაქტერის გამრავლების ერთ-ერთი ე.წ. სტაციონარული ეტაპი არის მეტად საინტერესო ბაქტერიების ცხოველქმედობის თვალსაზრისით. კერძოდ, დავადგინეთ, რომ გამრავლების სტაციონარულ ეტაპის მიღწევისას ყალიბდება E.coli ბაქტერიის რამდენიმე განსხვავებული ტიპები, რომლებიც არიან განსხვავებული თვისების მატარებელი. მხედველობაშია ის გარემოება, რომ თუ სტაციონარულ ეტაპის მიღწევის დასაწყისშივე ავიღებთ ბაქტერიულ კულტურას (ე.წ. ღამის კულტურა) და მოვახდენთ მის გადატანას LB ბულიონში მივიღებთ იმას, რომ ბაქტერიის გამრავლების ე.წ. Lag ეტაპის დამახასიათებელი მრუდი იქნება მარტივი S მსგავსი. თუ შევადარებთ ბაქტერიის Lag ფაზას ოღონდ სტაციონარული რეჟიმიდან რამდენიმე დღის შემდეგ (მეტი ვიდრე 2 დღე) მივიღებთ მეტად რთულ, რამდენიმე ეტაპიან საწყის Lag ფაზას. საინტერესო შედეგები იყო მიღებული E.coli ბაქტერიაზე სხვადასვა მოქმედების ანტიბიოტიკების (Ampiox, Gentamicine, Ceftriacsone) მოქმედება E.coli ბაქტერიაზე, რომლის მოქმედების ეფექტები შედარებული იყო აღნიშული ანტიბიოტიკების, რომლებიც მოთავსებული იყვნენ წამლის გადამტან DPPC, DPPA ლიპოსომებში, რომლის მიზანიც იყო დაგვედგინა ნანონაწილაკების, როგორც ანტიბიოტიკების კონტეინერის ბაქერიაზე მოქმედების ეფექტურობა. ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე დადგენილი იყო, რომ ანტიბიოტიკიანი ლიპოსომების ბაქტერიაზე მოქმედების ეფექტურობა იყო განსხვავებული, მაგრამ Ceftriacsone -ს DPPC, DPPA ლიპოსომებთან კომპლექსი აღმოჩნდა მეტად ეფექტური დანარჩენ ლიპოსომიან ანტიბიოტიკებთან შედარებით. აღნშნული მნინელოვან ექსპერიმენტულ შედეგების მიღება შესაძლებელი გახდა ახალი ბიოფიზიკური ტურბიდიმეტრის დანადგარის გამოყენებით, რომელსაც შესწევს უნარი მოახდინოს ბაქტერიების და ანტიბიოტიკების ურთიერთქმედების პროცესებზე უწყვეტი დროითი რეჟიმის პირობებში დამზერა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com