ka | en
TSU

ბიოფიზიკური მეთოდებით Pseudomonas aeruginosa-ს ბიოფილმების წარმოქმნის მექანიზმის განსაზღვრა

ავტორი: გიორგი კახიძე
ანოტაცია:

ბაქტერიული ბიოფილმის ფორმირებაზე დაკვირვებისთვის ცდისთვის გამოყენებულ იქნა ზიმი კროზერსის მოდიფიცირებული ავტომატური ვისკოზიმეტრი და ასევე ტურბიდიმეტრი რომელიც აფასებს სითხის გამჭირვალობის ხარისხსს. ცდა ჩატარდა ბაქტერიების სხვადასხვა კონცენტრაციის პირობებში, ამსთან უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ აღნიშნული ტიპი კვლევა არ ჩატარებულა არცერთ მსოფლიოს ლაბორატორიულ ცენტრებში და ბიოფილმების ფორმირების პროცესზე დაკვირვება აღნიშნული ბიოფიზიკური მეთოდებით წარმოადგენს უნიკალურ მეთოდს. ამას ადასტურებს მნიშვნელოვანი დასკვნები რაც ჩატარებული ცდებიდან გამომდინარე გაკეთდა. პირველი და მნიშვნელოვანი ის, რომ შემუშავდა სრულიად ახალი ბიოფიზიკური მეთოდი(ვისკოზიმეტრიული), რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ვაკვირდებით ბაქტერიების ბიოფილმის ფორმირების პროცესს, ექსპერიმენტიდან მიღებული შედეგების თეორიული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბიოფილმების ფორმირების რთულ პროცესში მონაწილეობს მინიმუმ ორი მექანიზმი. დადგინდა, რომ ბაქტერიის საწყის კონცენტრაციასა და ბიოფილმის ფორმირების დროს შორის არის საინტერესო დამოკიდებულება: ბაქტერია უნდა იყოს რეპროდუქიული პროცესის სტაციონალურ ფაზაში, ესეიგი საჭიროა მიღებული იქნეს ბაქტერიების განსაზღვრული კონცენტრაცია. იმისათვის რომ წარმოიქმნას ბიოფილმი ბაქტერია სტაციონალურ ფაზაში ახდენს სპეციფიკური ამფიფილურ მოლეკულების სინთეზს, რომლებიც წარმოქმნიან ცენტრებს ჰაერი/სითხის არის შემხებ ზედაპირზე, საიდანაც იწყება ბიოფილმების წარმოქმნის პროცესი. აღნიშნული დასკვნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბიოფილმის ფორმირების პროცესის უკეთ შესასწავლის საქმეში და საშუალებას გვაძლევს დაიგეგმოს და ჩატარდეს ბიოფილმების ფორმირების პროცესზე უფრო სიღრმისეული დაკვირვება და კვლევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com