ka | en
TSU

ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელზე ცელულოზას ფენილკარბამატების დაფენით ან კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენება სითხურ ქრომატოგრაფიაში.

ავტორი: ანა ბარდაველიძე
თანაავტორები: ლია კარადურმუშ
საკვანძო სიტყვები: ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელი, იმობილიზებული სტაციომალური ფაზა, ვან დეემტერის მრუდები.
ანოტაცია:

ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ განსხვავებული ფიზიოლოგიური მოქმედება ახასიათებთ. ენანტიომერების ანალიზის ყველაზე მეტად გამოყენებულ ტექნიკას წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია. რთულია მოიძებნოს ისეთი ქირალური სელექტორი, რომელზეც ნივთიერებათა დიდი ჯგუფი დაიყოფა, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებად ქირალურ სელექტორს წარმოადგენს პოლისაქარიდული ქირალური სელექტორები. ნაშრომში განხილულია ზედაპირულად ფოროვანი სტაციონალური ფაზების უპირატესობები ტრადიციულად გამოყენებულ მთლიანად ფოროვან უძრავ ფაზებთან შედარებით. მოტანილია შედეგები, რომლებიც მიღებულ იქნა ახალი სტაციონალური ფაზით მომზადებული სვეტების საშუალებით. ასევე მოტანილია ცხრილები და ვან დეემტერის მრუდები, რომლებიც ნათლად ასახავს რომ ამ ტიპის სვეტების გამოყენებით ტარდება ზე-სწრაფი ანალიზები, ნაკადის სიჩქარის ზრდისას შედეგი მკვეთრად არ უარესდება და მაღალ სიჩქარეებზე სვეტი არ კარგავს ეფექტურობას. სამუშაო ასევე ეძღვნება ახალი ტიპის სტაციონალური ფაზის შესწავლას, რომელიც მომზადებულია ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელზე პოლისაქარიდული ქირალური სელექტორის იმობილიზაციის (კოვალენტური შეკავშირების) გზით. ნაშრომში აღწერილია ამ ტიპის უძრავი ფაზის გამოყენებით ენანტიომერების ფუძისეული და მაღალეფექტური დაყოფები მეთანოლში, აცეტონიტრილსა და ნ-ჰექსან/იზოპროპანოლის ნარევში.


მიმაგრებული ფაილები:

ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელზე ცელულოზას ფენილკარბამატების დაფენით ან კოვალენტური იმობილიზაციით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენება სითხურ ქრომატოგრაფიაში. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com