ka | en
TSU

ქალაქ ბათუმის ურბანიზაციის ზოგიერთი გეოგრაფიული ასპექტი

ავტორი: ნინო ხარებავა
საკვანძო სიტყვები: ბათუმი, ურბანიზაცია, მიგრაცია, ქალაქი, სოფელი
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია ქალაქ ბათუმში ურბანიზაციის პროცესის განვითარება, ურბანიზაციის დონის და ტემპის მაჩვენებლები. ამ კუთხით საქართველოს ქალაქებს შორის რა ადგილი უჭირავს, რომ შედის „დიდ ოთხეულში“. ამასთან ერთად დადგინდა, რომ 2020 წლის იანვრის მონაცემით, ბათუმი სიმჭიდროვით პირველ ადგილზეა. მან ჩამოიტოვა ყველაზე დიდი ფართობის მქონე და მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფი დედაქალაქი თბილისი, სადაც ასევე „ბუმია“ ურბანიზაციის. წარმოდგენილია აღნიშნული ფაქტის მიზეზები. განხილულია, ქალაქში არსებული ურბანიზაციის პროცესის თანმხლები დადებითი და უარყოფითი მოვლენები. რა განაპირობებს მის განვითარებას, ასევე, ქალაქში ცხოვრების მიზიდვის ფაქტორები. ბათუმის მიზიდვის ფაქტორებს კიდევ ემატება ის, რომ იგი არის საზღვაო ქალაქი. ის, ამითაც გამოირჩევა „დიდი ოთხეულის“ ქალაქებისაგან. ეს კი რა გავლენას ახდენს ქალაქში განათლების, დასაქმების, ბიზნეს სექტორის კუთხით. ეს ყოველივე წარმოდგენილია ნაშრომში. ქალაქ ბათუმში ურბანიზაციის პროცესის თანმხლები აქტუალური საკითხები არის წინ წამოწეული, ნათლად ჩანს პრობლემები და ასევე, ნათლად ჩანს რა ღონისძიებები იქნება საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.


მიმაგრებული ფაილები:

ქალაქ ბათუმის ურბანიზაციის ზოგიერთი გეოგრაფიული ასპექტი [ka]
Some geographical aspects of Batumi urbanization [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com