ავტორიზაცია

კრეატინის მოდულატორული როლის შესწავლა ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში
ავტორი: თემური მანთაშაშვილისაკვანძო სიტყვები: კრეატინი, ფსიქო-ემოციური სტრესი, კალციუმი, თავის ტვინი, აზოტის ჟანგი, Na/K-ატფ-აზა
ანოტაცია:
სტრესი თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელი არის ორგანიზმის ადაპტაციურ, ქცევით და ფიზიოლოგიურ პასუხებზე. მთელი რიგი ექსპერიმენტული კვლევები ადასტურებენ მჭიდრო კავშირს ხანგრძლივ დღე-ღამურ ცვლილებასა და ქრონიკულ სტრესს შორის. ბუნებრივი დღე-ღამური რიტმის დარღვევა წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ცოცხალ სისტემაზე. მსგავს გარეგან ფაქტორებს გავლენა აქვთ, როგორც მეტაბოლურ პროცესებზე, ისე სხვადასხვა სასიგნალო აგენტების რაოდენობრივ ცვლილებაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კალციუმის იონს. ცნობილია, რომ Ca2+-ის რაოდენობრივი ცვლილებები უარყოფითად აისახება უჯრედის ფუნქციონირებაზე, კერძოდ მისი რაოდნეობის მატება განაპირობოს ჟანგვითი პროცესების აქტივაციას. აღნიშნული ცლილებების სირთულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოძიება, რომლებიც გარკვეულ დამცველობით ფუნქციას შეასრულებენ, რომელთა შორისაა უჯრედში მაღალენერგეტიკული ფოსფატების ტრანსპორტსა და შენახვაში მონაწილე ნიტროგენული ნაერთი კრეატინი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა თეთრი ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში Ca2+-ის და NO-ს რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა, Ca-ატფ-აზას, Mg-ატფ-აზას, Na/K-ატფ-აზასა და NO-სინთაზაზე დაკვირვება და აღნიშნულ მაჩვენებლებზე კრეატინის გავლენის დადგენა. ექსპერიმენტულად ნანახი იქნა, რომ საკონტროლო ჯგუფის (G1) წარმომადგენლებთან შედარებით, სტრესირებული ვირთაგვების (G2) ჰიპოკამპში სარწმუნოდაა გაზრდილი Ca2+-ის კონცენტრაცია, ხოლო კრეატინის შეყვანის პირობებში (G3) ეს მაჩვენებელი კვლავ საკონტროლო სიდიდეს უახლოვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღე-ღამური რიტმის დარღვევის ფონზე ფიქსირდება ისეთი აქტიური ნაერთების სარწმუნო რაოდენობრივი მატება, როგორიცაა აზოტის ოქსიდი და წყალბადის ზეჟანგი, რაზედაც კრეატინის მიწოდებამ ასევე დადებითად იმოქმედა. მიღებული მონაცემების გათალისწინებით, ნაჩვენებია, რომ ოქსიდაციური სტრესი, რომელიც გამოწვეულია რიტმის ხანგრძლივი დარღვევით, შესაძლოა პროვოცირდებოდეს Ca2+-ის რაოდენობრივი მატებით თავის ტვინის უჯრედებში. კრეატინის მოდულატორული ეფექტი ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე დადებითად მოქმედებს ანტიოქსიდანტურ სისტემაზე, რაც იცავს ჰიპოკამპის უჯრედებს დაზიანებისგან.
მიმაგრებული ფაილები:
მანთაშაშვილი თემური [ka]