ავტორიზაცია

გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
ავტორი: ლია კარადურმუშსაკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, გენი, რიბონუკლეინის მჟავა, გმ-საკვები
ანოტაცია:
გენმოდოფოცერული ორგანიზმი არის ისეთი ცოცხალი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიის, გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენების გზით (ანუ არაბუნებრივი მეთოდებით). გენური მოდიფიცირების შესაძლებლობა გასული საუკუნის 70-იან წებში იქნა აღმოჩენილი და დღესდღეისობით ეს სფერო საკმაოდ განვითარებული და კარგად შესწავლილია. გენური მოდიფირება შესაძლოა განიცადოს ნებისმიერმა ცოცხალმა ორგანიზმმა, ეს იქნება მცენარე, ცხოველი თუ მიკროორგანიზმი. ბოლო წლებში შემუშავებული იქნა ე.წ „გენური თერაპია“, რომელიც მედიცინაში ადამიანთა გარკვეული გენეტიკური პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება. გენურ ინჟინერიას ამ კუთხით თუ განვიხილავთ, გამოდის რომ მათ შორის ადამიანზეც დასაშვებია გენური ინჟინერიის განხორციელება. გენური ინჟინერიის მიზანი არის, მოცემული ცოცხალი ორგანიზმისთვის რაიმე ახალი თვისების/ების მინიჭება ან პირიქით, რაიმე თვისების/ების დათრგუნვა, ბუნებრივია „გაუმჯობესების“ მოტივით. სწორედ ამიტომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი განსხვავდება მისი ბუნებრივი (საწყისი) ანალოგისგან. თავდაპირველად, პროდუქტის წარმოებას გენური ინჟინერიის გზით, მეტად ჰუმანური მიზნით ხსნიდნენ: -უნდა გადაჭრილიყო მსოფლიოში სურსათით უზრუნველყოფის საკითხი და დაძლეულიყო შიმშილი. მათი მასობრივი წარმოება დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, და აქტუალურ დროში მიიღო არნახული მასშტაბებები. განვითარებულ ქვეყნებში მკაცრად კონტროლდება და იკრძალება გენმოდიფიცირებული პროდუქტის და მცენარის თესლის ბაზარზე მოხვედრა, რადგან მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკვებად გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა ამ კუთხით მეცნიერთა და მკვლევართა აზრი ორად იყოფა. გენურ ინჟინერიას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგეები ასევე ბევრი მომხრეც.
მიმაგრებული ფაილები:
გენმოდიფიცირებული ორგანიზმები [ka]გენმოდიფიცირებული ორგანიზმები [ka]