ka | en
TSU

საკვერცხის კისტის მუცინების საპასუხიდ წარმოქმნილი ანტისხეულების ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან ჯვარედინი დაკავშირების შესწავლა.

ავტორი: ეკატერინე იაძე
ანოტაცია:

ანოტაცია წინაპირობა: საკვერცხის სიმსივნეების აღმოჩენა ხდება რეპროდუქციულ ასაკში ან მენოპაუზის შემდგომ და კლასიფიცირდება როგორც კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და მომიჯნავე ფორმა. აღმოჩნდა, რომ საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე 2-ჯერ მეტ პაციენტს აქვს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) მომატებული დონე კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებთან შედარებით. წარმოდგენილი კვლევის მიზანია საკვერცხის კისტის სითხის მუცინების საწინააღმდეგოდ წარმოქმნილი მონოკლონური ანტისხეულების აქგს-თან და/ან მის β ჯაჭვთან ჯვარედინად დაკავშირების შესწავლა. კვლევის მასალა და მეთოდები: იმუნოფერმენტული ანალიზით ELISA შესწავლილია შემდეგი კომერციული, მონოკლონური ანტისხეულების დაკავშირება აქგαβ-სთან და აქგβ-სთან: ab212418 – მონოკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ანტიგენის წინამორბედის მიმართ (აბკამი, აშშ); SPM522 – მონიკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ლუის A ანტიგენის მიმართ (Novus Biologicals, SPM522); ab3968 – მონიკლონური ანტისხეული სისხლის ჯგუფის ლუის B ანტიგენის მიმართ (abcam, ab3968); SPM297 – მონოკლონური ანტისხეული მუცინ 5AC-ს მიმართ (Novus Biologicals, SPM297). ამ ანტისხეულების დაკავშირების აფინობის შესაფასებლად კი იმუნოფერმენტული ანალიზი ამონიუმთიოციანიტის მონაწილეობით. შედეგები: მიღებული შედეგებიდან ჩანს, რომ საკვლევი ოთხი ანტისხეულიდან სამი მათგანი, კერძოდ კი ab212418, SPM522 და SPM297 ძალიან კარგად უკავშირდება ჯვარედინად როგორც აქგαβ-ს, ასევე აქგβ-ს რასაც ვერ ვიტყვით ანტისხეულზე - ab3968. ჯვარედინად დაკავშირების უნარის მქონე სამივე ანტისხეულის შემთხვევში დაკავშირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ანტისხეულების 1:500 განზავებისას, ხოლო ტიტრის მაჩვენებელია 1:4000 განზავება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცნობილია ანტისხეულების ab212418 და SPM522 დამაკავშირებელი დომენები ესენია ნახშირწყლები Gal1-3GalNAc-R, Gal1-3GalNAc-R და Gal 1-3(Fuc 1-4) GlcNAc. სამწუხაროდ, ანტისხეული SPM297-ის შემთხვევაში მწარმოებელს არ გაუკეთებია ეპიტოპების კარტირება დამაკავშირებელი დომენის გამოსავლენად. საკვლევი ანტისხეულების აფინობის შეფასებისას კი გამოვლინდა, რომ ყველაზე მტკიცე მაღალაფინური კავშირია ანტისხეულ ab212418-ს და აქგαβ და/ან აქგβ-ს შორის. 4M ათც ამ ანტისხეულის აქგαβ-სთან კავშირს მხოლოდ 39%-ით აინჰიბირებს, ხოლო აქგβ-სთან 48%-ით. ანტისხეული SPM522-ის როგორც აქგαβ-სთან, ასევე აქგβ-სთან დაკავშირების 50%-ით ინჰიბირებისათვის საკმარისია 0,25M ათც, რაც ამ კავშირის დაბალაფინურობაზე მეტყველებს. რაც შეეხება ანტისხეულს SPM297, მისი აქგαβ-სთან დაკავშირების 50%-ით ინჰიბირება ს0,5M ათც ახდენს, ხოლო აქგβ-სთან დაკავშირების 50%-ით ინჰიბირებისათვის საჭიროა ათც-ს კონცენტრაცია 1M-სა და 2M-ს შორის. ეს კი ნიშნავს რომ ანტისხეული SPM297 აქგαβ-ს და აქგβ-ს საშუალო აფინობით უკავშირდება. ცნობილია, რომ ზოგადად ანტისხეულების ფუქციური ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მათი ანტიგენთან დაკავშირების აფინობასთან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ კომერციული ანტისხეულები ab212418 და SPM297 ფუნქციიურად უფრო ეფექტურნი იქნებიან აქგαβ და აქგβ-ს განეიტრალების საქმეში. დასკნა: კომერციული ანტისხეულები ab212418 და SPM297 წარმოადგენენ კარგ კანდიდატ მოლეკულებს სიმსივნის საწინააღმდეგო ისეთი თერაპიული პრეპარატის შესაქმნელად, რომლის სამიზნეც სიმსივნის ზრდის ფაქტორები აქგαβ და აქგβ იქნება



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com