ka | en
TSU

ქართული ტექსტის ხმად გარდაქმნა

ავტორი: დავით აბულაშვილი
საკვანძო სიტყვები: ტექსტი, ხმა, ტექსტის გადაყვანა, ნეირონული ქსელები, გენერაციული მოდელები, მონაცემთა სიმრავლე, მონაცემების სიმრავლე
ანოტაცია:

ნაშრომში წარმოდგენილია კვლევა დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამოცანის გარშემო: ტექსტის ხმად გარდაქმნა. ნაჩვენებია ამ საკითხის აქტუალურობა და მნიშვნელობა ქართული ენისთვის. წარმოდგენილია ამ ტექნოლოგიის დანერგვის სხვადასხვა გზები და გამოყენების სფეროები. განვიხილავთ სხვადასხვა მიდგომებს ამ ამოცანის გადაჭრისთვის, როგორც კლასიკური დაპროგრამებით, ასევე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით. ავარჩევთ ჩვენი აზრით ყველაზე ეფექტურ გზას. წარმოვადგენთ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგებს და განვიხილავთ მონაცემების შეგროვების, დამუშავების და მომზადების საკითხებს. ასევე ნეირონული ქსელების წვრთნისთვის საჭირო ნაბიჯებს და "წყალქვეშა ქვებს", რომელიც გზადაგზა შეიძლება შეგვხვდეს. შევაჯამებთ შედეგებს, დავისახავთ სამომავლო მიზნებს და დავგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიზნების მისაღწევად.


მიმაგრებული ფაილები:

ქართული ტექსტის ხმად გარდაქმნა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com