ავტორიზაცია

IdentityServer - იდენტიფიცირების და წვდომის კონტროლის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი
ავტორი: გიორგი აბრამიშვილიანოტაცია:
Identity Server არის საიდენტიფიკაციო სამუშაოების მართვისათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც შექმნილია სწრაფად მზარდი ორგანიზაციებისთვის, საჭირო ბიზნეს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ის საშუალებას იძლევა ერთ სივრცეში მიღებული იქნას ინფორმაცია ორგანიზაციის თანამშრომლებზე, პარტნიორებსა და მომწოდებლებზე. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს საჭირო პოლიტიკის გატარებას. Identity Server-ი თამაშობს გასაღებ როლს ინფორმაციის მოპოვების, სერვისების, შიდა და გარე ბიზნეს ურთიერთობების საკითხებში. ბიზნეს საქმიანობაში, სადაც გამოიყენება მრავალმოდულიანი აპლიკაციები, Identity Server -ის გვერდის ავლით, აუთენთიფიკაციისა და ავტორიზაციის მექანიზმების უზრუნველყოფისთვის, იხარჯება ბევრად მეტი დრო და რესურსი, სისტემა არ იქნება მოქნილი და მდგრადი შემდგომი განვითარებისთვის. მისი დახმარებით სისტემა ხდება ერთი ორგანიზმი, სადაც კლიენტების და სერვისების აპლიკაციების შესაბამისი კონფიგურაცია მოექცევა ერთ სივრცეში.