ka | en
ავტორიზაცია

მაიონიზირებელი სხივები და მისი მოქმედება ცოცხალ სისტემებზე
ავტორი: lasha beridzeსაკვანძო სიტყვები: მაიონიზირებელი, გამოსხივება, რადიაცია
ანოტაცია:
მაიონიზირებელი გამოსხივება ბიოლოგიურ ობიექტზე დამაზიანებლად მოქმედ სხივურ ენერგიას მიეკუთვნება. მაიონიზირებელი რადიაციის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ შთანთქმული ენერგიის რაოდენობაზე და სიმძლავრეზე, ენერგიის სახეზე, დასხივების ხანგრძლივობაზე, ორგანიზმის სახეობრივ და ინდივიდუალურ რეაქტიულობაზე. წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული მასალები და ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო მიზნებით გამოყენებისას უსაფრთხოების საკითხებზე.