ავტორიზაცია

ჰემოდინამიკის პროცესების თავისებურებები ბიოლოგიურ სისტემებში. პუაზიელის განტოლება
ავტორი: nato khvedelidzeთანაავტორები: ფიზ.მათ. მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი თამაზ მძინარაშვილი
საკვანძო სიტყვები: სისხლის სიბლანტე, ვისკოზიმეტრი
ანოტაცია:
სისხლი, ცოცხალი ორგანიზმის თხევადი ქსოვილია. იგი გულის ტუმბოს საშუალებით ცირკულირებს სისხლძარღვებში და სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებითა და ჟანგბადით. სისხლი შედგება თხევადი კომპონენტების - პლაზმის, მასში გახსნილი ცილების და სხვადასხვა აგებულებისა და ფუნქციის უჯრედებისაგან. სისხლის ცირკულაციის უნარი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: გულის კუნთის ფუნქცია, სისხლძარღვების ტონუსი, სისხლის სიბლანტე და სხვა. თუ სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი გაიზარდა, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია სისხლის მკვრივი მასების წარმოქმნა და სისხლძარღვებში მისი გადაადგილების შეფერხება, რაც სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჰემოდინამიკის ზოგადი კანონზომიერებების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო თვალსაზრისით. სისხლის დახასიათებისას ერთერთ ძირითად პარამეტრს წარმოადგენს სიბლანტე. ის არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ მიედინება სისხლი სისხლძარღვებში. ამ პარამეტრის საშუალებით შესაძლებელია არაერთი დაავადების გამოვლინება. სისხლის სიბლანტის განსაზღვრისთვის გამოიყენება ვისკოზიმეტრი. წარმოდგენილ ნაშრომში საუბარია სისხლის სიბლანტის გაზომვის მეთოდზე და ვისკოზიმეტრის მუშაობის პრინციპზე.