ka | en
TSU

ატომური ნაწილაკები ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველში (ლაზერული და გამა გამოსხივების ურთიერთქმედება ნივთიერების ატომებთან და მოლეკულებთან).

ავტორი: თინათინ სახვაძე
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში განიხილება ელექტრომაგნიტური ველის ურთიერთქმედების თავისებურებები ატომურ ნაწილაკებთან (ატომებთან და ორატომიან მოლეკულებთან). საკითხი შეისწავლება სხვადასხვა სიმძლავრის ელექტრომაგნიტური (ლაზერული) გამოსხივების ატომურ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებისას. სუსტი ემ ველების შემთხვევაში განხილულია კვანტურ მექანიკური მიდგომა და გამოყენებულია შეშფოთების თეორია წყალბადის ატომის ფოტოიონიზაციის შემთხვევისათვის. საშუალო სიმძლავრის ველებისათვის აღწერილია მრავალფოტონიანი პროცესები, განხილულია არსებული თეორიული მოდელები და ექსპერიმენტული შედეგები. მძლავრი ემ ველებისთვის განხილულია დინამიური გვირაბული ეფექტები. ნაშრომი მოიცავს უახლესი თეორიული და ექსპერიმენტული შედეგების ფართო სპექტრს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com