ka | en
ავტორიზაცია

დიდი მონაცემები და მათი შენახვა
ავტორი: ანა ღოღობერიძეანოტაცია:
BigData - ახალი ინოვაციური პროექტი, რომელიც გამოჩნდა არც თუ ისე დიდი ხანია, და რომლის განვითარებაც გამოიწვია სწორედ იმ ტექნოლოგიების განვითარებამ, რომლებიც უდიდესი მასშტაბის მქონე ინფორმაციასთან მუშაობენ. ნაშრომი ეხება დიდი მონაცემების შენახვისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიურ გზებს და საშუალებებს. საუბარია დიდი მონაცემების დამუშავების აუცილებლობაზე, მისი დამუშავების მეთოდების ისტორიულ განვითარებასა და დამუშავების სიტემების შექმნის ასპექტებსა და მნიშვნელობაზე. მოცემულია მსჯელობა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპების და მონაცემთა დამუშავების სიტემებსა და ოპერაციული სისტემების მახასიათებლებზე. განხილულია დღეისათვის რამდენიმე აქტუალური პროდუქტი. დასკვნით ნაწილში მოცემულია დასმული საკითხების ანალიზი და შეჯამება.