ავტორიზაცია

პროგრამული სისტემები სპორტის მენეჯმენტში ძიუდოს მაგალითზე
ავტორი: ნიკოლოზ მალიძესაკვანძო სიტყვები: სპორტის მენეჯმენტ სისტემა ძიუდოს მაგალითზე, ეროვნულ დონეზე ჩატარებული შეჯიბრებები, რეალურ დროში ტრანზაქციის რეჟიმი
ანოტაცია:
დღევანდელი რეალობა ნელ-ნელა სრულად გადადის ციფრულ სამყაროზე რაც გულისხმობს ნებისმიერი საქმიანობის ციფრულ სამყაროს პრინციპებით განთავსებას. ამის აუცილებლობა გამოწვეული იმ პირობებიდან გამომდინარე რასაც ციფრული სამყარო თავაზობს მომხარებლებს დაწყებული შრომითი რესურსი შემცირებიდან დამთავრებული კომუნიკაციის რესურსის გაუმჯობესებით. ამ გარემოებიდან გამომდინარე სპორტის სამყაროსაც აქვს მსგავსი მოთხოვნები იმისათვის რომ დაიკმაყოფილონ ის შრომითი რესურსი და ამასთანავე ხარისხიანობა რაც მათ საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია. ნაშრომში განხილულია საინფორმაციო სისტემების შემუშავების ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს გარემოს შესწავლასთან, ბიზნეს მოდელის შექმნასა და მის ტექნოლოგიურ განხორციელებასთან. საინფორმაციო სისტემის შექმნა/დანერგვის პროცესი განხილულია სპორტის, კერძოდ ძიუდოს მაგალითზე. შემოტავაზებულია ამ სფეროსათვის მნიშვნელოვანი აქტივობების მართვის ალგორითმი და მისი რეალიზაცია საინფორმაციო სისტემაში.