ავტორიზაცია

გამოსახულებაში საკვანძო წერტილების დეტექტირება ჟესტების ენაზე მოსაუბრეთა საკომუნიკაციო სისტემისათვის
ავტორი: გურამ ჩაგანავასაკვანძო სიტყვები: ჟესტური ენა, საკვანძო წერტილების დეტექტირება, სასწავლო სიმრავლე, გადატანითი სწავლება
ანოტაცია:
მოცემული საკომუნიკაციო სისტემა ჟესტურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს უწყვეტი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას მისცემს. მოსაუბრე ეკრანზე დაინახავს სამგანზომილებიან ავატარს, რომელიც გაიმეორებს თანამოსაუბრის მიერ ნაჩვენებ ჟესტებს. საკომუნიკაციო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია გამოსახულებიდან ჟესტების შესახებ რაიმე სახით ინფორმაციის მიღება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შერჩეულ იქნა საკვანძო წერტილების დეტექტირება, როგორც შედარებით ოპტიმალური მეთოდი. მზა დეტექტორების ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ საკომუნიკაციო სისტემისთვის მათი გამოყენება არაეფექტური იქნებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ამოცანის მიზნებზე მორგებული დეტექტორი. ამისათვის ავაგეთ სასწავლო სიმრავლე, რომელიც დავაკომპლექტეთ ფოტოებით, სადაც ნაჩვენებია კამერის წინ მდგომი, ჟესტებით მოსაუბრე ერთი ადამიანი. აღნიშნული სასწავლო სიმრავლის გამოყენებით გადატანითი სწავლების მეთოდით საკვანძო წერტილების დეტექტირება ვასწავლეთ ღრმა სწავლების ერთ-ერთი მოდელს, Mobilenet-ს. შეიძლება იქვას, რომ გაწვრთნილი დეტექტორის სიზუსტე და სისწრაფე საკმარისია უწყვეტი კომუნიკაციის დასამყარებლად.