ka | en
TSU

დეტერმინირებული ქაოსის მარტივი მოდელი ლაზერისთვის

ავტორი: ბექა ცაავა
საკვანძო სიტყვები: ქაოსი, ქაოსის მართვა, რხევები
ანოტაცია:

განვიხილავთ ქაოსური დინამიკის მარტივ მოდელს ერთმოდიანი ლაზერისთვის. მათემატიკური მოდელი წარმოადგენს სამ ჩვეულებრივ დიფერენციალურ არაწრფივ განტოლებათა სისტემას, რომელიც ნაშრომში დაიყვანება ცნობილ ლორენცის განტოლებათა სისტემაზე. რიცხვითი მოდელირებით პროგრამა MATLAB _ის საშუალებით მიღებულია ამ სისტემის რეგულარული და ქაოსური ამონახსნები. დადგენილია ლაზერის სტაბილური მუშაობის რეჟიმის შესაბამისი პარამეტრები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com