ავტორიზაცია

ATLAS დეტექტორის ადრონული კალორიმეტრის გამოძახილის შესწავლა მიოუნების ნაკადების საშუალებით
ავტორი: მამუკა გოგუაძეანოტაცია:
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN (აკრონიმი ფრანგ. Conseil Européenne pour la Recherche Nucléaire) არის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მისი მთავარი ფუნქციაა ნაწილაკების ფიზიკის კვლევებისათვის საჭირო ნაწილაკების ამაჩქარებლების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შექმნა. სწორედ ცერნში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი - დიდი ადრონული კოლაიდერი, რომელზეც განთავსებულია ATLAS- ექსპერიმენტი. იგეგმება ნათების 5-10-ჯერ გაზრდა დიდ ადრონული კოლაიდერზე, რისთვისაც შეიქმნა ATLAS-ის ადრონული კალორიმეტრის განახლებული ელექტრონიკა. მოხდა ამ ელექტრონიკით აღჭურვილი ადრონული კალორიმეტრის მოდულის ტესტური დასხივება 160 გევი მიოუნების ნაკადით. ჩაწერილი მონაცემების დამუშავება მოხდა C++-ზე დაფუძნებული პროგრამული პაკეტის ROOT v.6-ის გამოყენებით. მონაცემთა ანალიზისათვის შეიქმნა სამუშაო კოდები, C++-ის პროგრამული ენის მეშვეობით. ამ ნაშრომის მიზანია ადრონული კალორიმეტრის სატესტო მოდულის ჰომოგენურების შეფასება მიოუნების ნაკადის საშუალებით, ამისათვის აგებული იქნა მიუონების ენერგიის გამოძახილი და მისი მნიშვნელობის შესაფასებლად გამოყენებული იქნა: 1.განაწილების ჩამოჭრილი საშუალო და 2. განაწილების პიკი. რიცხობრივად შეფასებული იქნა კალორიმეტრის ჰომოგენურება. მიღებული შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ: 1. განაწილების პიკით ჰომოგენურიბის შეფასება არ გვაძლევს ზუსტ შედეგს, რადგან პიკის მნიშვნელობა დამოკიდებულია უჯრედის სიგრძეზე, ამიტომ ანალიზისათვის გამოყენებულ იქნა განაწილების ჩამოჭრილი საშუალოს მნიშვნელობები. 2. დიდი ადრონული კოლაიდერის განახლებისათვის შექმნილი ელექტრონიკით აღჭურვილი მოდულის ჰომოგენურობა მერყეობს 2.4 %-ის ფარგლებში.