ka | en
TSU

ცხელი ჩაკეტილი მაგნიტური სტრუქტურების ფორმირება მზის ატმოსფეროში ნაწილობრივ იონიზირებული აირის ეფექტების გათვალისწინებით

ავტორი: მარიამი ქავთარაძე
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ცხელი ჩაკეტილი მაგნიტური სტრუქტურების ფორმირების ამოცანა მზის ატმოსფეროში ნაწილობრივ იონიზირებული დინებების გამოყენებით. მოდელში დაშვებულია დიდი რაოდენობით ნეიტრალების არსებობა, რაც მართლდება უახლოესი დაკვირვებებით. მოცემულ ნაშრომში განვახორციელეთ რიცხვითი ექსპერიმენტები სუსტად იონიზირებული სიტუაციისთვის და სიმულაციების საშუალებით დავაკვირდით ცხელი კორონალური სტრუქტურის ფორმირების ამოცანას რეალისტურ, ობზერვაციულად გამართლებულ, პირობებში. ავაგეთ ამონახსნები რეალისტური მახასიათებელი პარამეტრებისათვის და შევადარეთ ადრე აგებულ შედეგებს სრულიად იონიზებული სიტუაციისათვის. ვაჩვენეთ მარყუჟების მახასიათებელი ფიზიკური პარამეტრების დამოკიდებულება სასაზღვრო პირობებზე, მათ შორის დროში ცვლად პირობებზეც. შედეგები იმედისმომცემია, განსაკუთრებით მზის ატმოსფეროს უახლესი დაკვირვებების ჭრილში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com